ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა ხობელმა სპორტსმენმა, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორმა მანუჩარ ცხადაიამ და ევროპის ჩემპიონობამდე ცოტაღა დააკლდა. აღსანიშნავია, რომ მ. ცხადაია ჩეპიონატზე არათავის - 66 კგ., არამედ ერთი წონით მაღლა - 75 კგ. წონით კატეგორიაში მონაწილეობდა. ექსპერიმენტი საინტერესო გამოდგა, თუმცა, გადაწყდა, რომ ოლიმპიადაზე მ. ცხადაია თავის წონით კატეგორიაში იასპარეზებს.