ქ. თბილისში გამართულ 7 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მიერ ჭადრაკის ჯგუფის 4 მოჭადრაკე იყო მივლინებული.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა დიანა ლომაიამ და 8 ტურის მოგების შემდეგ 7 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა (მწვრთნელი: ი. გეთია).