საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, განსაკუთრებით ცივი ზამთრისა და დიდთოვლობის გამო მოსახლეობისათვის შექმნილი პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეულმა ოჯახმა, მათ შორის ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას ხობის მომსახურების ცენტრის ყველა აბონენტმა ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი მიიღო.
20-ლარიანი შეღავათი აბონენტის პირად ანგარიშზე ავტომატურად აისახება და სადისტრიბუციო კომპანიაში მისი წარდგენა არაა აუცილებელი. ვაუჩერი მიმდინარე წლის 1 ივლისამდე მოქმედებს.