ხობის მუნიციპალიტეტისა და „გაეროს განვითარების პროგრამის“ თანადაფინანსებით, ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ჭალადიდის საბავშვო ბაღს რემონტი ჩაუტარდა, რომელიც 2011 წლის ნოემბერში დაიწყო და 2012 წლის თებერვალში დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს შიდა დასუფთავების სამუშაოები.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარემ მამუკა ჭოხონელიძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან (თ. გულუა), ჭალადიდის თემის მაჟორიტარ დეპუტატთან (ი. ნადარაია) და ჭალადიდის თემში მუნიციპალიტეტის რწმუნებულთან (შ. ბერაია) ერთად დაათვალიერა გარემონტებული ბაღი და ბაღის თანამშრომლებს თავიანთი საქმიანობის წარმართვაში მაქსიმალური თანადგომა აღუთქვა. საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე, შეხვდა ჭალადიდის თემის სხვადასხვა უბნის მოსახლეობას, გაეცნო მათ წინაშე მდგარ პრობლემებს და ესაუბრა მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.