სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა-გუბერნატორმა გ. მისაბიშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გამგებელთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჭალადიდის თემში ადმინისტრაციული შენობა - „სოფლის სახლი“ გახსნა. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. გამჭირვალე, ულტრათანამედროვე შენობა ადგილობრივ მოსახლეობას მოემასახურება. ასევე, გაიხსნა ჭალადიდის თემის ახალგარემონტებული საბავშვო ბაღი და ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი.
გ. მისაბიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვდა თემის მოსახლეობას და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ სამომამოვლო პროექტებზე ესაუბრა.