19 მარტს ქალაქ წალენჯიხაში გაიმართა მორიგი კალენდარული მატჩი საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებს შორის. გასვლით შეხვედრაში ხობის ,,კოლხეთმა” წალენჯიხის „სქური“ დაამარცხა ანგარიშით 1-0 და სატურნირო ცხრილის მეოთხე საფეხურზე გადაინაცვლა. 23 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე ხობის ,,კოლხეთი” მორიგ კალენდარულ მატჩს გამართავს წყალტუბოს „სამგურალთან.