„ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული თეატრალური დასი მაყურებლის წინაშე პრემიერით წარდგა. ხობის კულტურის სახლის სცენაზე წარმოდგენილ იქნა ჯ. მონიავას პიესის მიხედვით აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლი - ,,ჯვარცმული ბედნიერება“ (რეჟისორი - რ. ლოლუა), სადაც გადმოცემულია აფხაზი გოგონას და ქართველი ბიჭის სიყვარულის ამბავი. სპექტაკლი მაყურებელს კიდევ ერთხელ დააფიქრებს სამოქალაქო ომსა და მის საშინელ შედეგებზე.
თეატრალური დასის მსახიობებთან ერთად მასიურ სცენებში მონაწილეობდნენ ქ. ხობის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეები.
სპექტაკლი დაიდგა ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით