ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლების გახშირებული თავდასხმების აღსაკვეთად საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ხობის მუნიციპალიტეტის თემებისა და სოფლების ტერიტორიაზე მგლის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ. რომლის საფუძველზეც შესაბამისი დანიშნულებით შექმნილ ჯგუფებს მიეცემათ მგლის 8 ინდივიდის ბუნებიდან ამოღების უფლება.