ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე „მოქალაქეთა მიღების საათის“ ფორმატის ფარგლებში ზედა ზონის (ძველი ხიბულა, ახალი ხიბულა, საჯიჯაო, ბია) მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის, ხეთის, ხამისკურის, თორსა-დღვაბის, ქვემო ქვალონის, ზემო ქვალონის, ნოჯიხევისა და გურიფულის თემებისა და სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ის ადგილზე გაეცნო მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, მათს წინაშე არსებულ პრობლემებს და მათთან ერთად დასახა პრობლემების მოგვარების პერსპექტიული გზები.
საკრებულოს თავმჯდომარე გაეცნო თემებსა და სოფლებში ფუნქციონირებად სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებსა და კულტურულ ობიექტებში არსებულ მდგომარეობას, დაათვალიერა თემების ადმინისტრაციული შენობები და კონკრეტულ საკითხებზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.
„მოქალაქეთა მიღების საათი“ გრაფიკის შესაბამისად გაგრძელდება.