გრძელდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ. ჭოხონელიძის შეხვედრები მუნიციპალიტეტის საზოგადოებრიობასთან. დღეს ის საგვიჩიოს, ჭალადიდის, პატარა ფოთისა და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა. მ. ჭოხონელიძე უშუალოდ გაეცნო თემებსა და სოფლებში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, იქ არსებულ პრობლემებს, დაინტერესდა საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესით და მოსახლეობისათვის აქტუალური სხვა საკითხებით.
საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ერთობლივად დასახეს პრობლემების ოპერატიულად მოგვარების რეალური გზები.
მოსახლეობასთან შეხვედრები „მოქალაქეთა მიღების საათის“ ფორმატში გრაფიკის შესაბამისად გაგრძელდება.