ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლმა“, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 110 ბენეფიციარს საზეიმო სადილი გაუმართა. სადილზე ბენეფიციარებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე და გამგებელი გ. ღურწკაია ესტუმრნენ და მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ბენეფიციართაგან 60 ოჯახს, მათ შორის მწოლიარეთ - საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი შინ ესტუმრნენ და სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.