„კარდაკარის“ პროგრამაში მონაწილე ჯგუფი, რომელიც 92 წევრისაგან შედგება და თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, დღეიდან მუშაობას შეუდგა. მათ, თითოეული ოჯახის კარდაკარ შემოვლისა და ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტის გზით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტება უნდა უზრუნველყონ.
პროგრამა „კარდაკარი“ 2012 წლის 10 ივნისს დასრულდება.