27 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სურსათის უვნებლობის სამსახურის, ადგილობრივი პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 10 საკითხი:
1. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 2. დადგენილების პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: მ. ბოკუჩავა - გამგებლის მოადგილე); 3. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 4. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 5. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია-გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 6. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსიდან ჩამოსაწერი ქონების საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: ა. ვარდია-გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 7. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდების, სატიტულო ფურცლებისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების თაობაზე“ (მომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი); 8. განკარგულების პროექტი „საწვავისა და სატელეფონო ბარათების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის N62 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ბოკუჩავა - გამგებლის მოადგილე); 9. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საშტატო ნუსხისა და სახელფასო სარგოს შეთანხმების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია-საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 10. განკარგულების პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის თემში მცხოვრებ ვახტანგ კვირკვაიას და ხეთის თემში მცხოვრებ ირაკლი ჩერქეზიას საცხოვრებელი სახლის ტერიტორიის არაკეთილსაიმედო პუნქტად გამოცხადების შესახებ“ (მომხსენებელი: დ. გერგაია-სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).
საკრებულოს თავმჯდომარემ წამოაყენა ინიციატივა, მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყოს გარემოს დასუფთავების ერთთვიური და დაავალა შესაბამის უწყებებს, მოამზადონ პროექტები გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ. მ. ჭოხონელიძემ „სოფლის მხარდაჭერის“ საპრეზიდენტო პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესრულებაში, უპირატესად, უნდა ჩაერთონ მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახის წევრები.
წარმოდგენილი საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.