ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე „მოქალაქეთა მიღების საათის“ ფორმატის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის, ზემო ქვალონის, ნოჯიხევის, გურიფულის, შუა ხორგის, ქარიატის, პირველი ხორგის, ჭალადიდის, საგვიჩიოს, ახალსოფლის და ყულევის მოსახლეობას ადგილებზე მეორედ შეხვდა. მან „მოქალაქეთა მიღების საათზე“ მოსულ მთხოვნელებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წინა შეხვედრაზე მოქალაქეების მხრიდან დასმული ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც მოკლე ვადაში იყო შესაძლებელი, მოგვარებულია. სხვა საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა და არც ერთი განცხადება არ დარჩება უყურადღებოდ და სათანადო რეაგირების გარეშე.
„ჩვენ ყოველთვის მოვალთ თქვენთან, რათა უშუალოდ მოვისმინოთ თითოეული თქვენგანის, თქვენი თემის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ და ერთად ვეძებოთ გამოსავალი“.
„მოქალაქეთა მიღების საათი“ გრაფიკის შესაბამისად გაგრძელდება.