ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე მუნიციპალიტეტის თემებისა და სოფლების მოსახლეობასთან ადგილზე შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის თორსა-დღვაბის, ხამისქურის, ხეთისა და პირველი მაისის თემებში იმყოფებოდა. საკრებულოს თავმჯდომარე დაინტერესდა საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესით, მოსახლეობის პრობლემებით და მათ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური მზაობა აღუთქვა ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში.
მ. ჭოხონელიძის შეხვედრა მოსახლეობასთან ხვალაც არის დაგეგმილი და ის „მოქალაქეთა მიღების საათის“ გრაფიკის შესაბამისად გაგრძელდება.