ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სპეციალობით (მდივან-რეფერენტი, უცხო ენა (ინგლისური), ქალისა და მამაკაცის სტილისტი (პარიკმახერი), ტრაქტორისტ-მემანქანე, მინანქრის ხელოსანი , თექის დამუშავების ოსტატი.) მომზადება-გადამზადების სრული კურსი გაიარა 70 მსმენელმა და მათ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცათ.
ამჟამად ცენტრში „თექის დამუშავების ოსტატის“ მომზადებისა და „ბც“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა გადამზადების კურსებზე სწავლას განაგრძობს 25 მსმენელი.