5 მაისს საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ სასწავლო- შემოქმედებითი კონფერენცია გამართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეების (სახლები) და ცენტრების წრის მოსწავლეებმა. კონფერენციაზე წარდგენილი იყო „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრთან“ არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საქართველოს ისტორიის. ქართული ლიტერატურის, ქიმიის, ეკოლოგიის, ფოლკლორის და უცხო ენების ჯგუფების მოსწავლეთა ნაშრომები, რომელთაგან 6 ნაშრომი შეფასდა პირველი ხარისხის დიპლომით, ხოლო თექვსმეტი ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდა სიგელით.
საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მოსწავლეთა სასწავლო- შემოქმედებით კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალურ გამოვლენა-განვითარებას.