„ანიმაციის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ქალაქ ხობში 10 მაისს დაიწყო და 12 მაისამდე გაგრძელდება ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ექო თოფუზი“ 2012. ფესტივალის ფარგლებში ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა უახლესი ქართული და უცხოური ანიმაციური ფილმების ჩვენება, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე მოიპოვეს წარმატებები. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ვორქშოპი „მიფასი ანიმაცია“, სადაც ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხატვისა და დიზაინის წრის მოსწავლეები პროფესიონალი ანიმატორების დახმარებით შექმნიან მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს, რომლის ჩვენებაც გაიმართება 3-6 ოქტომბერს ქ. ბათუმში დაგეგმილ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე.
ჩვენებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელები. ღონისძიება დაფინანსდა ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის” მიერ 4000 ლარის ოდენობით.