12 მაისს ინტელექტის საერთაშორისო დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კლუბის - „რა? სად? როდის?" ორგანიზებით ქალაქ ხობში გაიმართა ინტელექტუალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?" სკოლის მოსწავლეებს შორის. კონკურსში მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის 24 სკოლის გუნდი. მოსწავლეებმა 24 შეკითხვას გასცეს პასუხი. ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული ქ. ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 9 ივნისს ქ. თბილისში დაგეგმილ რესპუბლიკურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ. ჭოხონელიძის, მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ღურწკაიას. ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გ. ბუკიას, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ხ. გერგაიას, კულტურის ცენტრის დირექტორის ბ. ნადარაიას, განათლების ცენტრის დირექტორის ხ. ხორავას, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მ. წულეისკირის მიერ დაწესებული პრიზებით დაჯილდოვდნენ ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორი სკოლის გუნდები.
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწვალე ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისთვის ხელის შეწყობა.