4-13 მაისს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოს პირველობა ჭადრაკში 8 და 12 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. აღნიშნულ ტურნირზე ორი ტურით ადრე დამაჯერებელი გამარჯვება და მსოფლიო პირველობის საგზური მოიპოვა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის აღსაზრდელმა დიანა ლომაიამ, ხოლო ქ. თბილისში ჩატარებულ მსოფლიო მძლეოსნობის დღისადმი მიძღვნილ ტურნირზე „განათლების ცენტრის“ მძლეოსნობის ჯგუფის მოსწავლეებმა - 1000 მეტრზე რბენაში გრ. ახალაიამ, 1500 და 800 მეტრზე რბენაში ჯ. ბუკიამ, შუბის ტყორცნაში გ. კორტავამ პირველი ადგილები დაიკავეს.