ახალგაზრდებო,
ძვირფასო კურსდამთავრებულნო,
თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპი დაასრულეთ - დასრულდა სასკოლო ხანა და მოსწავლეობის ჟამი. ჩვენ ვცდილობდით, თქვენთვის შეგვექმნა ის გარემო, რომელიც თქვენს თამამ ოცნებებს, გაბედულ ფიქრებს უფრო მრავალმხრივსა და მრავალფეროვანს, ხოლო თქვენ მიერ შექმნილ სამყაროს უფრო შინაარსობრივსა და დასამახსოვრებელს გახდიდა. ჩვენ ვცდილობდით, შეგქმნოდათ ყველა პირობა, მიგეღოთ ცოდნის მაქსიმუმი. თუ თქვენ ამას გრძნობდით, მადლობა; თუ უკმაყოფილების გრძნობა გამოგყვათ, გვაპატიეთ, ალბათ, რაღაც გამოგვრჩა...
თქვენ ყველაზე მიუკერძოებელი და პირუთვნელი შემფასებელი ხართ ყველაფრისა...
ცხოვრების ფერხულში ჩაბმას და აწ უკვე დამოუკიდებლად სავალ ცხოვრების გზაზე გასვლას გილოცავთ...
სწავლითა და საქმიანობით მოგვეცით საშუალება, ამაყად და იმედიანად გადაგაბაროთ ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები...
დღევანდელ ხელისუფლებას შექმნილი აქვს და კვლავაც შეგიქმნით ყველა პირობას, გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და გახდეთ წარმატებულნი...
გვწამს, თქვენ იქნებით ჩვენი საიმედო ცვლა და შეძლებთ ბევრად მეტს, ვიდრე ჩვენ მოვახერხეთ...
ბედნიერად გევლოთ ცხოვრების გზაზე და წარმატებით გემართოთ ჩვენი სამშობლო-საქართველო!
ღირსეულ მამულიშვილობას გისურვებთ!