საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად ატარებს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას, რომლის მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენაა. ოლიმპიადაზე წარმატებამოპოვებულ სკოლათაგან ერთ-ერთს - ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის თემის №1 საჯარო სკოლას, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი რეიტინგული ქულის მოპოვებისათვის 5000 ლარი გადაეცა.