პოლონეთში გამართულ მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ხობელმა სპორტსმენმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა გენადი კვიკვინიამ, რომელმაც 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯერ ცაციათი დაამარცხა მოწინააღმდეგეები - ფინალში უკრაინელ სერგეი ტოკარევს სძლია, ხოლო მარჯვენა მკლავით თურქ ფერიტ ოსმანლის აჯობა და ორი ოქროს მედალი მოიპოვა.