26 მაისს დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში, რომელშიც მუნიციპალიტეტის ქალაქის, თემებისა და სოფლების 21 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ტურნირის გამარჯვებული ხეთელი ფეხბურთელები გახდნენ, რომლებმაც ფინალურ შეხვედრაში საჯიჯაოს გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები, ასევე ინდივიდუალურ ნომინაციებში (საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო ნახევარმცველი, საუკეთესო თავდამსხმელი, საუკეთესო ფეხბურთელი) დაჯილდოვდნენ თასებითა და სიგელებით.