საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. კულტურის სასახლის წინ, ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების (კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი, ესტრადა, ქორეოგრაფია) მონაწილეობით, ხოლო ხობის ცენტრალურ სტადიონზე შედგა დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი.
დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.