ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს „მოქალაქეთა მიღების საათის“ ფარგლებში. დღეს ის ხამისქურის, ხეთის, თორსა-დღვაბისა და პირველი მაისის თემების მოსახლეობას შეხვდა. მიღებაზე მოსულებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ისაუბრეს მათს წინაშე მდგარ პრობლემებზე. მ. ჭოხონელიძე სახლში ესტუმრა ხამისქურში მცხოვრებ მარიამ ფანგანს, რომელმაც გამოთქვა სურვილი, საკრებულოს თავმჯდომარეს პირადად ენახა ის უკიდურესად მძიმე პირობები, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. მ. ფანგანს და მიღებაზე მოსულ სხვა მოქალაქეებს მ. ჭოხონელიძე, შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.
მოქალაქეებთან შეხვედრა გაგრძელდება.