ხობის მუნიციპალიტეტში დასრულდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საქართველოს მასშტაბით მიმდინარე ტურნირი მინი-ფეხბურთში მოყვარულ ფეხბურთელთა შორის სახელწოდებით - „სამინისტროს თასი". რომელშიც მუნიციპალიტეტის 28 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ტურნირის გამარჯვებული გახდა ქ. ხობის გუნდი „კოლხეთი“, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის გუნდი დაამარცხა.
გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ პირველობაში.
პროექტი განხორციელდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ.