ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ჭოხონელიძემ სანიტარულ-ჰიგიენური და დასუფთავების კუთხით შექმნილი მდგომარეობის გაცნობის მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, საფინანსო-სარევიზიო და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად, რეიდი მოაწყო და ფეხით დაიარა ქალაქის ქუჩები, პარკები და სკვერები.
რეიდში შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დირექტორი ნ. წოწონავაც მონაწილეობდა, რომელსაც მ. ჭოხონელიძემ 3 დღე მისცა ქალაქში სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი საკადრო ცვლილებების განხორციელება არ გამორიცხა.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, რეიდი არ იქნება ერთჯერადი და ის სისტემატურად განხორციელდება.