14 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 8 საკითხი:
1.განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 2. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის თემის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე განთავსებული ობიექტების ნუმერაციის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 3. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის თემის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე განთავსებული ობიექტების ნუმერაციის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 4. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის თემის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე განთავსებული ობიექტების ნუმერაციის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 5. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე განთავსებული ობიექტების ნუმერაციის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 6. განკარგულების პროექტი „ჭალადიდის თემში არსებულ ბუნებრივ საფარიანი მინისტადიონისთვის იოსებ გველესიანის სახელის მინიჭების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 7. განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის N107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 8. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდების, სატიტულო ფურცლების და სამართლებრივი აქტების ბლანკის ნიმუშების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის N50 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე).
საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-6-ე საკითხი გადაიდო საკრებულოს მორიგი სხდომისათვის.
წარმოდგენილი საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.