ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ საქართველოს პირველობაზე მძლეოსნობაში 1995-1997 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მძლეოსნობის ჯგუფის აღსაზრდელებმა და სამი I (ჯ. ბუკია-800 და 1500 მეტრზე რბენა, გ. კორტავა - შუბის ტყორცნა), ერთი II (გუნდური შეჯიბრი) და ორი III (მ. ჯანანაშვილი - ბადროს ტყორცნა, ამანათრბენი) ადგილები დაიკავეს, ხოლო მესტიაში გამართულ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის ნესტორ ხერგიანის სახელობის ტურნირზე ძიუდოში ძიუდოს ჯგუფის წევრი ა. გოგუა მძიმე წონით კატეგორიაში მეორე საპრიზო ადგილს დაეუფლა.