„ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული თეატრალური დასი მაყურებლის წინაშე პრემიერით წარდგა. ხობის კულტურის სასახლის დიდ სცენაზე წარმოდგენილ იქნა ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით შექმნილი ერთ მოქმედებიანი ტრაგედია - „ჭრილობა“ (რეჟისორი - რ. ლოლუა). თეატრალური დასის მსახიობებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების მოსწავლეები.
სპექტაკლი დაიდგა ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით