ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს „მოქალაქეთა მიღების საათის“ ფარგლებში. დღეს ის ხამისქურის, ხეთის, თორსა-დღვაბისა და პირველი მაისის თემების მოსახლეობას შეხვდა. მიღებაზე მოსულებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ისაუბრეს მათს წინაშე მდგარ პრობლემებზე. მ. ჭოხონელიძე მოსახლეობას, შესაძლებლობის გათვალისწინებით, პრობლემების მოგვარებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.
საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა მოსახლეობასთან გაგრძელდება.