13 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სურსათის უვნებლობის სამსახურის, ადგილობრივი პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 12 საკითხი:
1. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 2. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე თანამომხსენებელი: ლ. სიჭინავა-გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი); 3. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განსახორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 სექტემბრის N65 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა-იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 4. განკარგულების პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 5. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (მომხსენებელი: გ. ქაჯაია- ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 6. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია-გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 7. განკარგულების პროექტი „საწვავისა და სატელეფონო ბარათების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის N62 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 8. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საშტატო ნუსხისა და სახელფასო სარგოს შეთანხმების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 9. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის თემის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე განთავსებული ობიექტების ნუმერაციის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია-გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 10. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის თემში მცხოვრებ ვახტანგ კვირკვაიას და ხეთის თემში მცხოვრებ ირაკლი ჩერქეზიას საცხოვრებელი სახლის ტერიტორიის არაკეთილსაიმედო პუნქტად გამოცხადების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის N29 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (მომხსენებელი: დ. გერგაია-სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 11. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის თემში მცხოვრებ რეზო მოდებაძის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიის არაკეთილსაიმედო პუნქტად გამოცხადების შესახებ“ (მომხსენებელი: დ. გერგაია-სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 12. ანგარიშის მოსმენა შპს „დასუფთავება და განათებას“ მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: ნ. წოწონავა-შპს „დასუფთავება და განათებას“ დირექტორი)
წარმოდგენილი საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.