ქუთაისში გამართულ ევროპის თასის გათამაშებაზე ჭადრაკში წარმატებით იასპარეზა „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭადრაკის წრის აღსაზრდელმა დიანა ლომაიამ (მწვრთნელი: ირაკლი გეთია) და 8 წლამდე გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ნორჩი ხობელი მოჭადრაკე და მწვრთნელი ნოუთბუქითა და ფულადი საჩუქრით დაჯილდოვდნენ.