28 ივლისს ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა სამეგრელო ზემო-სვანეთის პირველობა მძლეოსნობაში „პრეზიდენტის თასზე“, რომელშიც ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა ხობის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა და ერთი I, ოთხი II და სამი III ადგილი, ხოლო ამანათრბენში გუნდური II ადგილი მოიპოვეს.