პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით პოლონურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ,,EDUKATOR „ და ,, Civitas Ceordica “ - განახორციელეს პროექტი, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის ხეთისა და საჯიჯაოს თემებში ალტერნატიული ბაღის ორი ჯგუფის გახსნას გულისხმობდა.
ხობში იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,EDUKATOR“-ის მთავარი კორდინატორი საქარველოში ქალბატონი მაჟენა რაფალსკა, რომელმაც მოინახულა და საჩუქრები გადასცა ხეთის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის და საჯიჯაოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, გაესაუბრა მშობლებს და სოფლის მოსახლეობას.
მაჟენა რაფალსკა შეხვდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მ. ჭოხონელიძეს. შეხვედრაზე მათ ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და პოლონურ და ქართულ მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე. საკრებულოს თავმჯდომარემ მ. რაფალსკას სრული მხარდაჭერა აღუთქვა მსგავსი პერსპექტიული პროექტების განხორციელებაში.