ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივითა და ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება - „სიკეთის მარათონი“ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების მხარდაჭერით. ღონისძიების მსვლელობისას ნაჩვენები იქნა დოკუმენტური სიუჟეტი იმ პირების შესახებ, რომელთაც გაეწეოდათ დახმარება მარათონში შემოსული შემოწირულობებით. საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დარბაზს წარუდგინეს ის პირები, რომელთაც პირად ანგარიშზე ჩაერიცხებოდათ ღონისძიების მსვლელობისას შემოწირული თანხები.
საკრებულოს თავმჯდომარემ ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებაში სულიერების განმტკიცების, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობის, ჰუმანური და მაღალზნეობრივი პრინციპების დამკვიდრების მიზნით გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლს ხობის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა.