2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსანმა (2009, 2011), ევროპის ვიცე-ჩემპიონმა (2012), მესამე პრიზიორმა (2009) ხობელმა მანუჩარ ცხადაიამ და 66 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილისათვის შეხვედრაში გერმანელი ფრენკ შტაებლერი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ მოჭიდავეს ამ დიდ მიღწევას ოლიმპიურ თამაშებზე და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.