2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის დროს დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად ქალაქ ხობში, 8 აგვისტოს მემორიალთან შეიკრიბნენ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. მათ ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი და ხობის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში 8 აგვისტოს დაღუპულთა სულების მოსახსენებლად სანთლები აანთეს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, ხობის კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიამრთა რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე მიძღვნილი „სანთლების აქცია“ და ღია ცის ქვეშ დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა საომარი მოქმედებების ამსახველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც მომზადდა ადგილობრივ შემოქმედთა მიერ.