ხობის მუნიციპალიტეტში გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ დაფინანსებული სარემონტო-სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება. კერძოდ, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ნოჯიხევის თემის სოფელ დასახლებაში საბავშვო ბაღში სასმელი წყლის ჭის მოწესრიგებისა და სოფელში არსებული წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც განახორციელა ი.მ „ავთანდილ ბერაიამ“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3919,24 ლარს.