„სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში რემონტი ჩაუტარდა საბავშვო ბაღს, კეთილმოეწყო საფეხბურთო სტადიონი, ხოლო სოფელ პირველ ხორგაში განხორციელდა სოფლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელთა ღირებულებამ შეადგინა 41223.86 ლარი. სამუშაოები შესრულდა ი.მ „დავით ნარსიას“ და ი.მ „გოგი ტაბაღუას“ მიერ.