დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში, რომელიც მიმდინარეობდა სპორტული ფესტივალის ,,სამეგრელო-ზემო სვანეთი 2012’’-ს ფარგლებში შეჯიბრებაში სულ 22 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალურ შეხვედრაში ქ. ხობის გუნდმა ქვემო ქვალონის თემის გუნდი ანგარიშით 4-2 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტურნირში, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ჩემპიონები იასპარეზებენ.