ქ. ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში გაიმართა შეხვედრა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელთან - ხობელ მანუჩარ ცხადაიასთან.
სპორტსმენს მუნიციპალიტეტის სახელით მიესალმნენ და გამარჯვება მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, მიღწეული წარმატებებისათვის და წარმატებული სპორტული კარიერისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ჭოხონელიძემ მანუჩარ ცხადაიას ხობის საპატიო მოქალაქის მოწმობა გადასცა. ტიტულოვანმა სპორტსმენმა ხობელებს მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის და დასძინა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობა მისთვის დიდი პატივია.