ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დასრულდა კერამიკული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არხის ამოწმენდა-გაფართოებისა და დამბის ამაღლების, ხოლო ჭყონდიდელის ქუჩაზე - მიმდებარე არხის ამოწმენდის, მილხიდების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ოცდაერთი ათასი ლარი.