დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც მიმდინარეობდა სპორტული ფესტივალის ,,სამეგრელო-ზემო სვანეთი 2012’’-ს ფარგლებში. შეჯიბრებაში სულ 40 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ვაჟთა შორის გამარჯვებული ლევან ქავთარაძე გახდა, ხოლო გოგონათა შორის პირველი ადგილი თამარ კვარაცხელიამ დაიკავა.