ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. მისი ინიციატივით, შეხვედრები უფრო ხშირად იმართება, ვიდრე ეს „მოქალაქეთა მიღების საათის“ პირვანდელი გრაფიკით იყო გათვალისწინებული. საზოგადოებასთან შეხვედრები დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს და მიღებაზე მოსულები საკრებულოს თავმჯდომარესთან გულახდილად საუბრობენ მათს წინაშე მდგარ პრობლემებზე. მ. ჭოხონელიძემ თითოეულ მადგანს ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, წამოჭრილი საკითხების ნაწილი ადგილზევე გადაწყვიტა, ხოლო სხვა პრობლემების უმოკლეს ვადაში მოგვარებას დაპირდა.
მოქალაქეებთან შეხვედრები ახალი გრაფიკის შესაბამისად გაგრძელდება.