დაბა ურეკში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ტრენინგს „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. ტრენინგი, რომლის ორგანიზატორიც საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა“ და მისი პარტნიორი პოლონური ორგანიზაცია ,,ედუკატორი“ იყვნენ, შეეხებოდა სკოლამდელი განათლების ხარისხის ამაღლებას და ადგილობრივი თვითმართველობების საგანმანათლებლო პოლიტიკის მხარდაჭერას საქართველოში. ტრენინგში, ასევე, მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტები.