ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობას ეცნობა. მან ამ დღეებში შემოიარა მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღები და შეამოწმა მათი მზაობა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად. საკრებულოს თავმჯდომარე დაინტერესდა აღსაზრდელთა კონტიგენტით, სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობით, მენიუთი და რაციონით. მ. ჭოხონელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის წინსვლისა და განვითარების პარალელურად, მეტი სარგებელი მიეცემა ხალხს და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებიც მატერიალური თუ ტექნიკური ინვენტარით უკეთ აღიჭურვება. საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე დაათვალიერა პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით ხეთისა და საჯიჯაოს თემებში გახსნილი ჯგუფები და მსგავსი პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მუდმივი მზადყოფნის შესახებ განაცხადა.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგი პერიოდულად გაგრძელდება.