გრძელდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ. ჭოხონელიძის შეხვედრები მოსახლეობასთან. ის ამ დღეებში ქ. ხობის გამსახურდიას ქუჩისა და პირველი მაისის თემის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებზე საკრებულოს თავმჯდომარემ უშუალოდ მათგან მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მათ აწუხებს. „მოსახლეობა გულახდილად გვესაუბრება პრობლემებზე და მათს გადაწყვეტას მოითხოვს. მათი მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა სამართლიანია, თუმცაღა, ისიც კარგად ესმით, რომ არის საკითხები, რომელთა მოგვარება, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, უცებ ვერ მოხერხდება. მათი ამგვარი დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებს გვავალდებულებს, ვიყოთ უფრო აქტიურები და მოტივირებულნი. მოსახლეობის წინაშე მდგარი ყველა პრობლემა ჩვენთვის ცნობილია და არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, ეს პრობლემები მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში მოგვარდეს. ხელისუფლების პრიორიტეტი ადრეც იყო და ახლა განსაკუთრებით, ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობითი პროცესის პარალელურად მეტი და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ხალხმა, თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ.
მოქალაქეებთან შეხვედრები ახალი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და ის კვლავ გაგრძელდება.