14 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 6 საკითხი:
1. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: ა. ვარდია-გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 2. განკარგულების პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია-გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 3. განკარგულების პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხსენებელი: გ. ქაჯაია-ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 4. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“; 5. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის თემში მცხოვრებ რეზო მოდებაძის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიის არაკეთილსაიმედო პუნქტად გამოცხადების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 სექტემბრის N49 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (მომხსენებელი: დ. გერგაია -სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 6. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2011 წლის საფინანსო დოკუმენტაციის აუდიტორული შემოწმების ანგარიშის განხილვა“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე).
წარმოდგენილი საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.